Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: MSF Group
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია "MSF" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

MSF არის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზდება საერთაშორისო და შიდა გადაზიდვებში. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ტარნსპორტით გადაზიდვებზე, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს პარტნიორებთან მჭიდროდ და მართავს გადაზიდვების სრულ ციკლს — ტვირთის გატანიდან საბოლოო ჩაბარებამდე.

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო სფეროში
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას ყოველდღიურ საქმიანობაში

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, მოზიდვა და კომერციული შეთავაზებების მომზადება
** არსებული კლიენტების მომსახურება და კავშირის გაძლიერება
** სატრანსპორტო მომსახურების გაყიდვების სრული ციკლის მართვა
** ბაზრის ანალიზი, კონკურენტების მონიტორინგი
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება მენეჯმენტთან
** კომუნიკაცია შიდა დეპარტამენტებთან (ლოჯისტიკა, საოპერაციო ნაწილი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის, ლოჯისტიკის მიმართულებას)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel აუცილებელია)
** აქტიური გაყიდვების უნარები, მოლაპარაკებების გამოცდილება
** დეტალებზე ორიენტირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინგლისური და რუსლი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა
** მდებარეობა: თბილისი ნ. გაფრინდაშვილის ქ. # 11 (დიდუბე)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე msf.vacancy@msf.ge Subject-ში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, კომპანია აწარმოოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე