Робота для біженців з України
აეროპორტის საბაჟო საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აეროპორტის საბაჟო საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: DHL
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს"ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას აეროპორტის საბაჟო საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთის მიღება, გარეგნული დათვალიერება და შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმება;
** საბაჟო და ლოგისტიკურ პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** ტვირთის მიღების დროს მისი გარეგანი ინსპექტირება და ნებისმიერი შეუსაბამობის (დაზიანების, დანაკლისის, როგორც წონაში, ასევე, ადგილების რაოდენობაში) აღრიცხვა, აქტის შედგენის მოთხოვნა ტერმინალში და ინფორმაციის ქსელში ასახვა.
** ტვირთის გაცემის პროცესის მართვა და შესაბამისი დოკუმენტების გადამოწმება განსაბაჟებელ გზავნილებზე დეკლარირების ვადის კონტროლი და ელექტრონული აღრიცხვა;
** ტვირთის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების ინფორმირება
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა ტვირთის გადაადგილებაზე.
** თანამშრომლობა საბაჟო ოფიცრებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება (უპირატესობად ჩაითვლება ლოგისტიკის, მენეჯმენტის ან რელევანტურ სფეროში განათლება);
** საბაჟო და ლოგისტიკური პროცესების საბაზისო ცოდნა;
** სასურველია საწყობის მართვის სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** MS Office, Windows, კარგი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლიანი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტრირებული;
** ფიზიკური დატვირთვის გაწევის უნარი და მზადყოფნა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 14 ივლისის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე