Робота для біженців з України
არქიტექტორი/დიზაინერი - საქართველო/თურქეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი/დიზაინერი
მომწოდებელი: Metamar Marble
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
მარმარილოს მომპოვებელი კომპანია "Metamar Marble" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის/დიზაინერის პოზიციაზე საერთაშორისო პროექტებზე სამუშაოდ.

სამუშაო ადგილი: საქართველო/თურქეთი
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

სავალდებულო უნარ-ჩვევები:

** განათლება: არქიტექტორი ან დიზაინერი
** ევროპულ და ამერიკულ პროექტებზე მუშაობის მინ. 5-წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2+ დონე)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი

სამუშაოს აღწერილობა:

** მარმარილოს თავისებურებებისა და სახეობების ზედმიწევნით შესწავლა (დამსაქმებელი უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნის გაზიარებას);
** არქიტექტორული პროექტების მიხედვით დეტალების განსაზღვრა;
** საერთაშორისო პროექტებზე მუშაობა. ძირითადად აშშ-ში მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა (საჭიროების შემთხვევაში მივლინება აშშ-ში);
** ნახაზების (Shopdrawing) აგება და მათი დამტკიცების პროცედურების ცოდნა/პროცესის მართვა;
** საერთაშორისო დამკვეთებთან და/ან მათ წარმომადგენლებთან კორესპონდენციის წარმოება და ონლაინ შეხვედრებში მონაწილეობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე: project@metamarmarble.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე