დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ანკო
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
"ანკო" არის მზარდი სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების განვითარებას თბილისში. ჩვენი გუნდის მიზანია შევთავაზოთ მომხმარებლებს ენერგოეფექტური, კომფორტული და ხარისხიანი საცხოვრებელი გარემო.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია: სამშენებლო დეველოპერული კომპანია "ანკო"
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა (პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე)
** გაყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და რეგისტრაცია CRM სისტემაში
** გაყიდვების გეგმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა
** ბაზრის და კონკურენტული გარემოს ანალიზი
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ან მარკეტინგის მიმართულებით)
** უპირატესობად ჩაითვლება უძრავი ქონების გაყიდვებში გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** კომპიუტერული უნარები (MS Office, CRM პლატფორმები)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
რას გთავაზობთ:
** თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
** გაყიდვების სტიმულირებადი ბონუსური სისტემა
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური ხელფასი + საბონუსე სისტემა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@anko.ge. სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|