Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ქიმწმედის ფილიალი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
მაღალი ხარისხის ქიმწმენდის ფილიალს, რომელის მდებარეობა იქნება ქალაქის ცენტრალურ უბანში. ფილიალში წარმოდგენილი იქნება უახლესი დანადგარები და სასიამოვნო სამუშაო გარემო.

ქიმწმენდის ფილიალი ეძებს თანამშრომლებს შემდეგ პოზიციებზე:

1. ქიმწმენდის ოპერატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი (net) კვალიფიკაციის მიხედვით
გრაფიკი: სრული სამუშაო დღე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არსებულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი.

მოვალეობები:

** ფილიალში შემოსული ტანსაცმლის და სხვა ნივთების გარეცხვა, ქიმწმენდა, გაშრობა;
** სამრეცხაოს მუშაობის სქემის დაცვა.

2. ფილიალის ადმინისტრატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი;
ანაზღაურება: 1500 ლარი (net) კვალიფიკაციის მიხედვით;
სამუშაო საათები: ორი განრიგი: 08:30-15:00, 15:00-22:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავსს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად (განიხილება სტუდენტებიც);
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულო);
** რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);

მოვალეობები:

** ფილიალის მომხმარებლების მიღება;
** სალაროსთან მუშაობა და გადახდების პროგრამულად დაფიქსირება;
** მიღებული ტანსაცმლის დასტიკერება;
** გასუფთავებული ტანსაცმლის გადამოწმება და შეფუთვა;

3. უთოს ოპერატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი;
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი (net) კვალიფიკაციის მიხედვით;
გრაფიკი: სრული სამუშაო დღე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არსებულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:

** ფილიალში შემოსული ტანსაცმლის და სხვა ნივთების დაუთოება და შეფუთვას;
** სამრეცხაოს მუშაობის სქემის დაცვა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე info@agnalaundry.ge 2025 წლის 3 ივლისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე