დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
ენთები
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
"ენთები" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფინანსური რეპორტინგი, ანალიზი და ბიუჯეტირება;
** ფინანსურ ანალიზზე დაყრდნობით რეკომენდაციების გაცემა მენეჯმენტისთვის;
** არსებული და პოტენციური პროექტების ფარგლებში მოსამზადებელი ფინანსური მაჩვენებლებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება (გარე პარტნიორებისგან და შიდა ბუღალტრისგან) და ფინანსური ანალიზისთვის შესაბამისი ფორმის მიცემა; პროექტები ძირითადად უკავშირდება უძრავი ქონების სფეროს (შეძენა, რეალიზაცია, იჯარა და ა.შ.);
** იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გარკვეული გამოცდილება ან გამოცდილების არქონის შემთხვევაში აღნიშნული მიმართულებით დაინტერესება;
** კომპანიის მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც უკავშირდება ფინანსურ კონსულტირებას და გარკვეულ შემთხვებში საჭიროებს იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის უნარს.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა);
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
** ყოჩაღი და დაუზარელი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ ზრდასთან ერთად ხელფასის ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00 დან 19:00 საათამდე;
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2, 000 - 2, 500 ლარი
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@ants.ge, სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|