Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645968&print=yes&view=jobs
 
საცალო გაყიდვების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://qebuli-climate.ge/

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.

პოზიცია ექვემდებარება: ქსელის სუპერვაიზერს
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 30/07/2025

ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: პროდუქტის ეფექტური პრეზენტაცია. საცალო გაყიდვების ზრდა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა.
** მომსახურების სტანდარტების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პოზიცია მოიცავს წინასწარ ტრენინგს (ფუნქცია-მოვალეობების შესწავლას კომპანია უზრუნველყოფს ადგილზე).
** უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტიც)
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** უცხო ენების (სასურველია რუსული ენის) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
** ფიქსირებული ანაზღაურება: 900 - 1200 ლარი + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: ბათუმი, 26 მაისის ქუჩა #59

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორაციული ნომერი
** პარკინგი
** პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა 2 კვირიანი სტაჟირების ხელშეკრულება და შემდგომ წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია