დასახელება:
ძირითადი საშუალებების აღრიცხვისა და მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ქართული ლუდის კომპანია
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 29 ივლისი
|
სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ძირითადი საშუალებების აღრიცხვისა და მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (საწარმოო და არასაწარმოო ძირითადი საშუალებების ბუღალტრული აღრიცხვა (კაპიტალიზაცია, ამორტიზაცია, ჩამოწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასიცოცხლო ვადების კონტროლი და რევიზია წელიწადში ერთხელ და ა.შ.) კომპანიაში არსებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად);
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების (საწარმოო და არასაწარმოო) კონტროლი ფიზიკური ინვენტარიზაციების ორგანიზების, ეფექტურობის ანალიზის, სააღრიცხვო პროგრამების და სხვა შესაძლო საშუალებების გამოყენების გზით;
** ქვეყნის მასშტაბით, ინვენტარის ეფექტურად გადანაწილების კონტროლი;
** სხვადასხვა ყოველდღიური დავალებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel, Outlook).
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება და სიზუსტე.
სამუშაო პირობები:
** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge.
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 29 ივლისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
|
|
|
|