დასახელება:
დაცვის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრ. საავადმყოფო
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
"მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლიუბლიანას #13 /ჭიაურელის 6;
გრაფიკი: 24 სთ მორიგეობა ყოველ მე-3 დღეს;
ანაზღაურება: 850 ლარი ხელზე ასაღები;
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკის შენობაში და მის შესასვლელ პერიმეტრზე მომუშავე პერსონალისა და ამ ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების (პაციენტების/მომხმარებლების, ვიზიტორების) ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა;
** პერმანენტულად კლინიკის შენობის დათვალიერება და შემოწმება (შემოვლა) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
** პერმანენტულად კლინიკის გარე პერიმეტრის კონტროლი; უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მისი დათვალიერება;
** კლინიკის ტერიტორიაზე მყოფი პაციენტების/მომხმარებლების და სხვა პირების (პაციენტის სტუმრების/ვიზიტორების, პაციენტის თანმხლები პირების) მოძრაობის და მათი მოქმედების უსაფრთხოების კონტროლი;
** კლინიკის შენობაში უცხო პირების (პაციენტის სტუმრების/ვიზიტორების შემოსვლა შესაბამისი ნებართვის ან პაციენტთან ვიზიტის დასრულების საათებში) არ დაშვება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ iashvilicareer@vian.health აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|