Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645943&print=yes&view=jobs
 
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ტექნეტი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.

კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით პროდუქციის დროული და ხარისხიანი მიწოდება;
** გადასაზიდი საქონლის ვიზუალური დათვალიერებით შეფასება და მითვლა, ასევე მომხმარებლისთვის ჩაბარება;
** მანქანაზე/ში საქონლის სწორად დალაგება-განაწილება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალური დაცულობა და უსაფრთხოება;
** ავტო-მანქანის მოვლა-პატრონობა და სისუფთავე;
** საგზაო წესების დაცვა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მძღოლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** GPS-ის და ელექტრონული რუკის გამოყენების ცოდნა.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** საწვავით უზრუნველყოფას

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - 1600 (ათას ექვსასი) ლარი (ხელზე ასაღები);
** სამუშაო გრაფიკი - სრული.- ორშაბათი - პარასკევი - 10:00-დან 19:00 საათამდე; შაბათი - 10:00 -დან 16:00 საათამდე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@technet.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "მძღოლი".

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია