Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645935&print=yes&view=jobs
 
VIP მომსახურების მძღოლი - ევროპქარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: VIP მომსახურების მძღოლი - ევროპქარი
მომწოდებელი: თეგეტა ქარ რენთი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზ ედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა ქარ რენთი", "ევროპქარის" ბრენდის სახელით, აცხადებს ვაკანსიას VIP მომსახურების მძღოლის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** მექანიკური/ავტომატური გადაცემათა კოლოფის ავტომანქანის პროფესიონალურად მართვა;
** ავტომანქანის ტექნიკურად გაუმართავობის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** ავტომანქანის ინტერიერის/ექსტერიერის სისუფთავეზე ზრუნვა;
** საგზაო მოძრაობის წესების დაცვა

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** თუ გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ორგანიზებულობა
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.

რეზიუმეს გასაგზავნად, ეწვიეთ ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1795

ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია