Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645912&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: კომბინატი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კვების ობიექტების ქსელი "კომბინატი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში (თბილისი, მტკვრის ქუჩა 2).

კომპანია დაარსდა 2015 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა ჯანსაღი და სწრაფი კვების მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კაფეს პერსონალის ხელმძღვანელობა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** აღწერების სრულფასოვნად ჩატარების კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები/უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** გრაფიკი - კვირაში 6 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 08:00-17:00;
** უფასო კვება;
** ანაზღაურებად შვებულება;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას;
** ანაზღაურება - კვალიფიკაციის მიხედვით (1300-1500 ლარი).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zura@mtkvari.group და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია