Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645910&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: TopTools
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია შპს "TopTools" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია "TopTools"-ი არის სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ინვენტარის მაღაზია, რომელიც 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.

შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სამგორი, მოსკოვის გამზირი # 8
სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა.
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა.
** პროდუქციის მოწესრიგება, განლაგება, პროდუქციის განახლება და სისუფთავის უზრუნველყოფა.
** ახალი მოდელების შესწავლა და მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** მაღაზიაში არსებული მარაგების კონტროლი.
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე მოტივირებული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: toptools.ge@gmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის, შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია