დასახელება:
ფინანსური ოპერატორი
|
მომწოდებელი:
სამედიცინო ცენტრი ციტო
|
გამოქვეყნდა: 28 ივნისი
/ ბოლო ვადა: 28 ივლისი
|
შპს "სამედიცინო ცენტრი ციტო", 1997 წლიდან დღემდე, უწყვეტად ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს, ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში.
ჩვენი ძირითადი მისიაა პაციენტთა ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ამჟამად, "ციტო" საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თოთხმეტ ლოკაციაზე და თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს, სხვადასხვა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს.
შპს "სამედიცინო ცენტრი ციტო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სისწორის უზრუნველყოფა, აღრიცხვა და კონტროლი;
** შემოსავლების კონტროლი;
** რეპორტების წარმოება;
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** MS Office პროგრამების ცოდნა, სასურველია ექსელის კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).
უნარ-ჩვევები:
** შედეგებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტური მართვა;
** ინფორმაციის მიღებისა და სწორად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა.
სამუშაო დრო:
ერთი კვირა: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 17:00
მეორე კვირა: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00
შაბათი: 09:00 - 14:00, ყოველი მეორე შაბათი დასვენება.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cito.ge, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
შპს "სამედიცინო ცენტრი ციტო" (შემდგომში "ციტო", ს/ნ: 204888461, ტელ: 0322290671, მის: თბილისი, ფალიაშვილის ქ. #40) თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და დასაქმებით დაინტერესებული კანდიდატის განაცხადს/აპლიკაციას განიხილავს, შეაფასებს, გადაწყვეტილებას მიიღებს დასაქმების კანდიდატის მიერ გაცემული წინამდებარე თანხმობის საფუძველზე.
იმისთვის, რომ დასაქმებასთან დაკავშირებით "ციტომ" მიიღოს გადაწყვეტილება, დასაქმების კანდიდატი წარადგენს განცხადებას/აპლიკაციას. აღნიშნულთან ერთად, შესაძლოა, "ციტომ" მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, გასაუბრება, ტესტირება ან გამოიყენოს შეფასების სხვა მეთოდები. ამ პროცესის ფარგლებში "ციტო" დაამუშავებს კანდიდატის ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, განათლების, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და სხვა ნებისმიერი დამატებითი მონაცემი, რაც საჭირო იქნება "ციტოს" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განსახილველად.
მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს ამ ფორმაზე გაცემული წერილობითი თანხმობა, რომელიც გამოიხატება კანდიდატის მიერ მისი პერსონალური მონაცემების "ციტოსთვის" წარდგენით. კანდიდატს აქვს აღნიშნული თანხმობის ნებისმიერ დროს გამოთხოვა/გაუქმების უფლება, რის შემდგომაც დამსაქმებელი შეაჩერებს მისი აპლიკაციის განხილვას და გაანადგურებს მონაცემებს.
იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა დამუშავება მხოლოდ დასაქმების კანდიდატის თანხმობის საფუძველზე მოხდება, "ციტო" მონაცემებს შეინახავს/დაამუშავებს 1 (ერთი) წლის ვადით. კანდიდატის წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს, თუ ამას განსაზღვრავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ან კომპანიის შიდა პოლიტიკა.
"ციტო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს წარმართავს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატი, მისი პერსონალური მონაცემების "ციტოსთვის" წარდგენით, ადასტურებს, რომ გაეცნო შპს "სამედიცინო ცენტრი ციტოს" მიერ დასაქმების კანდიდატის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებსა და პირობებს (გთხოვთ, იხილოთ ბმული: https://cito.ge/personal-data/ - career-policy) და თანახმაა, კომპანიას გადასცეს მისი პერსონალური მონაცემები შემდგომი დამუშავება/შენახვის მიზნით.
აღნიშნულ თანხმობას "ციტო" განიხილავს აუცილებელ წინაპირობად კანდიდატის ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისთვის.
|
|
|
|