Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი - მარტყოფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 28 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
სამშენებლო კომპანია "გრავიტას" საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. დამკვეთებს ვთავაზობთ საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებას, დიზაინისა და მშენებლობის სრულ სერვისს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://gravita.ge/

სამშენებლო კომპანია "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას.

პოზიცია: ხარჯთაღმრიცხველი
ლოკაცია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი - გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარედ

სამუშო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მშენებლობის პროექტებისთვის ბიუჯეტის შედგენა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება
** სამუშაოების ფასების განსაზღვრა არსებული სტანდარტებისა და მასალების საფუძველზე
** ტენდერის დოკუმენტაციის მომზადება და მომწოდებლების ფასთა შეთავაზებების ანალიზი
** ხელშეკრულებების ფინანსური პირობების მონიტორინგი და შეთანხმება
** მიმდინარე პროექტების ხარჯთაღრიცხვის კონტროლი და ანგარიშგება
** ხარჯების შედარება ბიუჯეტთან და გადახრების ანალიზი
** აქტების და შესრულებული სამუშაოების ღირებულების დამტკიცება
** თანამშრომლობა პროექტის გუნდთან, ინჟინრებთან და ფინანსურ გუნდთან
** პროექტის დასასრულს ფინანსური ანგარიშგების და ანალიზის მომზადება
** ფორმა №2-ის და ფორმა №29-ის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (სასურველია: მშენებლობა, ეკონომიკა, ფინანსები)
** გამოცდილება ხარჯთაღრიცხვაში მინიმუმ 2 წელი
** სამშენებლო მასალების, სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა
** Microsoft Excel-ისა და სხვა დოკუმენტირების პროგრამების ფლობა
** ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტაცია
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ თქვენი CV მისამართზე: https://gravita.onday.ge/vacancy-list/apply/4d1a56d873a60d31bf674780ce4570ad53bf5449

გისურვებთ წარმატებებს!

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე