დასახელება:
ტურ-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
თეგეტა ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 28 ივნისი
/ ბოლო ვადა: 28 ივლისი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. "თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში ტურ-ოპერატორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
** ადგილობრივი და საერთაშორისო მივლინებების ორგანიზება: ავიაბილეთების, სასტუმროების, ტრანსპორტირების, ვიზების და სხვა მომსახურებების დაჯავშნა;
** მივლინებების კალენდრის კონტროლი: მივლინების გეგმებისა და განრიგების კოორდინაცია თანამშრომლებთან და შესაბამის დეპარტამენტებთან;
** სამივლინებო მოთხოვნების მიღება, გადამოწმება და დამუშავება კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
** დოკუმენტაციის მართვა: ვიზის, დაზღვევის, საჭირო ნებართვებისა და მგზავრობის სხვა დაკავშირებული დოკუმენტების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, კორპორატიულ პირობებზე მოლაპარაკება (ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები, ტრანსპორტის სერვისები და სხვა) და გენერალური ხელშეკრულებების გაფორმება;
** მივლინებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება როგორც პროგრამული (SAP), ისე მატერიალური ფორმით;
** მივლინების ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიწოდება ბუღალტერიისთვის;
** მივლინების შემდეგ რეპორტების ანალიზი და ხარჯთაღრიცხვის მონიტორინგი.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე, ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** ავიაბილეთების სისტემებში (ამადეუსი/სეიბრი) მუშაობის გამოცდილება.
"თეგეტაში" დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1841
"თეგეტა ჰოლდინგში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
გამოაგზავნეთ განაცხადი
|
|
|
|