დასახელება:
ხარისხის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
ლაბორატორია აკრედიტირებულია სსიპ "აკრედიტაციის ცენტრის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს" მიერ "სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 მოთხოვნის შესაბამისად.
ლაბორატორიის აკრედიტირებულ საქმიანობის სფეროში შედის მეთოდები, რომელიც შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალ ტექნოლოგიური აპარატურით.
ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე;
სამუშაო განაკვეთი: განიხილება როგორც სრული ასევე არასრული განაკვეთი;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ფუნქცია მოვალეობები:
** ლაბორატორიის საქმიანობის სფეროს შესაბამისად შეიმუშაოს, დანერგოს და შეინარჩუნოს მენეჯმენტის სისტემა;
** დოკუმენტურად უნდა გააფორმოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პროცედურები;
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტაცია გააცნოს შესაბამის პერსონალს, რომ მათთვის იყოს გასაგები, ხელმისაწვდომი და უნდა სრულდებოდეს მათ მიერ;
** ლაბორატორიის მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილების, აგრეთვე კანონიერი და სავალდებულო მოთხოვნების შესრულების მნიშვნელობის გაცნობა;
** საგამოცდო ლაბორატორიის პერსონალისათვის მათი საქმიანობის და წვლილის მნიშვნელობის გაცნობა მენეჯმენტის სისტემის მიზნების მისაღწევად;
** საგამოცდო ლაბორატორიის პერსონალის განათლების, მომზადების და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნების განსაზღვრა;
** საგამოცდო ლაბორატორიის განვითარებისათვის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლებისათვის ღონისძიებების დაგეგმვა;
** საგამოცდო ლაბორატორიის მიერ განსახორციელებელი სამუშაოს მარაგის და მომსახურების შესყიდვების განხორციელების პროცედურებში მონაწილეობა;
** საგამოცდო ლაბორატორიის შიდა აუდიტის დაგეგმვა სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 შესაბამისად;
** პერიოდულად და წინასწარ დადგენილი გრაფიკის და პროცედურის შესაბამისად საგამოცდო ლაბორატორიის საქმიანობის შიდა აუდიტის ჩატარების ორგანიზება, რათა დაადასტუროს მენეჯმენტის სისტემასა და სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** მაკორექტირებელი ქმედებების წინადადებების ჩამოყალიბება;
** საგამოცდო ლაბორატორიის პერსონალის მიერ წარდგენილი ყველა შესაძლო მაკორექტირებელი წინადადების განხილვა, მაკორექტირებელი წინადადებების განხორციელებაზე მიღებული გადაწყვეტილებების გავრცელება;
** საგამოცდო ლაბორატორიის თითოეულ პერსონალამდე შეუსაბამობის პრევენციის არსის დაყვანა, რომლის მიზანია ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირების პროცესში შეუსაბამობის გამოვლენის თავიდან აცილება ან გამოვლენის ალბათობის და მავნე ეფექტის მინიმიზაცია;
** მომხმარებელთა ან სხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან, კვლევის ხარისხის მიმართ პრეტენზიების წამოჭრის შემთხვევაში, საჩივრის განხილვა, მაკორექტირებელი ქმედებების წინადადებების ჩამოყალიბება, წინასწარ დაგეგმილ ვადებში, მიღებული გადაწყვეტილებების გავრცელება;
** კონფიდენციალურობის და მიუკერძოებლობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: hrpartniors@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
|
|
|
|