დასახელება:
ქიმიკოსი
|
მომწოდებელი:
საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
"საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია" აკრედიტირებულია სსიპ "აკრედიტაციის ცენტრის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს" მიერ "სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 მოთხოვნის შესაბამისად.
საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია ბიზნეს სექტორს, ფერმერებსა და კერძო პირებს ერთ სივრცეში მომსახურების ფართო სპექტრს, კერძოდ 700-მდე დასახელების სხვადასხვა კვლევას სთავაზობს.
ლაბორატორიის აკრედიტირებულ საქმიანობის სფეროში შედის მეთოდები, რომელიც შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალ ტექნოლოგიური აპარატურით.
საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოსის პოზიციაზე;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისი, ლეო კვაჭაძის ქუჩა N41;
სამუშაო განაკვეთი: განიხილება როგორც სრული ასევე არასრული განაკვეთი;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტანდარტული მეთოდის შერჩევა და ვერიფიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში მეთოდის მიზნობრივი ვალიდაცია;
** სტანდარტული მეთოდების შესაბამისად ლაბორატორიაში შემოსულ ნიმუშზე გამოცდის ჩატარება;
** სამუშაო ჟურნალში გამოცდის შედეგების გაფორმება (ტექნიკური ჩანაწერების წარმოება), გამოცდების შედეგების უტყუარობა, ობიექტურობა და სიზუსტე.
** სამუშაოს მსვლელობისას აღმოჩენილი ხარვეზების ან ისეთი გარემო პირობები, რომელმაც შესაძლებელია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს გამოცდის შედეგებზე, დროულად აცნობოს ლაბორატორიის ხელმძღვანელსა და მთავარ ქიმიკოსს;
** ტიტრული ხსნარების და სამუშაო ხსნარების მომზადება და გაფორმება შესაბამის ჟურნალში;
** ზუსტი კონცენტრაციის ხსნარების დამზადება შესაბამისი სტანდარტული ხსნარებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: info@internationallaboratory.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
გაცნობებთ, რომ "შპს საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია სურსათი აგრო ვეტერინარია" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
|
|
|
|