Робота для біженців з України
აღმზრდელ-ფსიქოლოგი 2-3 წლიანი ჯგუფებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელ-ფსიქოლოგი 2-3 წლიანი ჯგუფებისთვის
მომწოდებელი: აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
"აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელ-ფსიქოლოგის პოზიციაზე 2-3 წლიანი ჯგუფებისთვის.

სამუშაო ადგილი: საბურთალოს რაიონი, ი.გამრეკელის #41. ბაგები, ზ.საკანდელიძის #9
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, ნახევარი განაკვეთი
ვებ-გვერდი: https://azrovnebisakademia.ge; https://kids.azraki.ge/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სილაბუსის მიხედვით კვირის თემატური გეგმების შედგენა;
** ბავშვზე დაკვირვებით ინდივიდუალური განმავითარებელი გეგმის შემუშავება;
** ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** წინასწარ გაწერილი დღის განრიგის მიხედვით მოქმედება (აღსაზრდელების კვება, ძილი, აქტივობები და ა.შ);
** აქტივობების შესაბამისად გარემოს მოწყობა;
** ბავშვთა ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ყოველდღიურ საქმიანობაში;
** ინდივიდუალური და გუნდური უნარების გაღვივება თამაშისა და კომუნიკაციის მეშვეობით;
** საგანმანათლებლო მასალების მომზადება/ადაპტირება კვირის თემის მიხედვით;
** დაკვირვება ბავშვების ქცევებსა და განვითარებაზე, საჭიროებების დაფიქსირება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
** მეწყვილესთან თანამშრომლობა ჯგუფის მართვასა და აქტივობების დაგეგმვასთან დაკავშირებით;
** ბავშვებისთვის ადაპტაციის ხელშეწყობა მშვიდ გარემოში;
** ყოველდღიური კომუნიკაცია მშობლებთან ბავშვის საჭიროებისა და განვითარების შესახებ;
** თამაშზე დაფუძნებულო მიდგომების გამოყენება;
** ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა ინდივიდუალური ან ჯგუფური აქტივობების დაგეგმვის განხორციელების მიზნით;
** ბავშვის საფენის მარაგის კონტროლის უზრუნველყოფა;
** სავალდებულო ჰიგიენური წესების დაცვის მეთვალყურეობა;
** სოციალურ სივრცეში მშობლებისთვის განკუთვნილ ჯგუფში ყოველდღიურად ინფორმაციის განთავსება;

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, ან პედაგოგიკის მიმართულებით;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, გამართული მეტყველება.
** ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა.

საჭირო თვისებები და უნარები:

** ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ თქვენ გთავაზობთ:

** თანამშრომლების პროფესიული განვითარება (ტრენინგები/კურსები)
** კვებით უზრუნველყოფა
** აზროვნების აკადემიის კურსებზე 50%-იანი ფასდაკლება.
** სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება.
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება.
** განვითარების შესაძლებლობა - დასაქმება აზროვნების აკადემიის მოზარდების კურსებზე.
** ფიტპასი

ანაზღაურება:

** სრული განაკვეთი - ფიქსირებული + ბონუსი
** ნახევარი განაკვეთი - ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 ივლისი, 2025 წ.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე