Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://maxima.ge/

კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
ლოკაცია: ქ. ბათუმი, ხახულის II შესახვევი ქN71;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი;

ჩვენი ბენეფიტი:

** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე/საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობა;
** სასაქონლო ზედნადებების გამოწერა/ატვირთვა;
** შეკვეთების პროგრამული გაფორმება/საწყობზე მიწოდება;
** საწყობზე მიღებული შეკვეთების კონტროლი.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება " ბუღალტერ-ოპერატორი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე