Робота для біженців з України
დემი შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დემი შეფი
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე.

რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადა"-ს მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/

სამუშაო ადგილი - თბილისი;
სამუშაო განაკვეთი - სრული;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზეც;
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების სტანდარტების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** რეცეპტურის დაცვა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა; ფუნქციებისა და მოვალეობების გონივრული გადანაწილება;
** შესრულებული სამუშაოს შეფასება და კონტროლი. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ახალი თანამშრომლების გადამზადება და სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის პროცესში აქტიური ჩართულობა;
** გეგმიური ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "დემი-შეფი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე