Робота для біженців з України
მძღოლი - წყნეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: Brunch By Gastronome
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

Brunch By Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მომხმარებლებისთვის მიწოდება წყნეთის მასშტაბით;
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთასთან დაკავშირებით მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** შეკვეთების დროული და უსაფრთხო მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ამ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ლოკაცია:

** წყნეთი

ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო დრო : კვირაში 40 სამუშაო საათი
ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ
საწვავით უზრუნველყოფა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 ივლისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ " შპს გასტრონომ ბრანჩი " შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე