დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
სითიქომი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!
ჩვენ შესახებ:
"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.
პროფესიული განვითარების გარდა, სითიქომში დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ პროაქტიულ, ორგანიზებულ და მოტივირებულ გუნდს წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა მხარდაჭერასა და მათი საჭიროებების ეფექტურად მოგვარებაზე. პოზიცია წარმოადგენს პირველ და მნიშვნელოვან საფეხურს კომპანიის საქმიანობის სრულფასოვნად შესასწავლად, რაც შესაძლებელს ხდის კარიერულ განვითარებასა და პოზიციურ ცვლილებას კომპანიის შიგნით.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია სატელეფონო და Facebook არხებით, კომპანიის მომსახურების სტანდარტის დაცვით
** მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** მიღებული ინფორმაციის შიდა სისტემაში ასახვა და დამუშავება
** კომუნიკაციის პროცესში დაბრკოლებების იდენტიფიცირება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება მომსახურების შეუფერხებლად გაწევისთვის
სასურველია:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** შიდა პროგრამაში მუშაობისა და ცვლილებების ასახვის გამოცდილება
** კომუნიკაბელურობა და გუნდურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
აუცილებელია: ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონაზე ცოდნა (B2)
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სამუშაო დრო: 11:00-20:00
** დასვენების დღე: შაბათი და კვირა / კვირაში 2 დღე
** ანაზღაურება 1100 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 250 ლარი)
** ტრენინგები და პროფესიული განვითარება
** ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები პარტნიორი კომპანიებისგან
** Fitpass
მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://link.citycom.ge
გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე
|
|
|
|