დასახელება:
დისტრიბუტორი
|
მომწოდებელი:
გლობალ ქლინინგი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის (თეთრეულის გადამზიდი) პოზიციაზე.
ვაკანსია:
ლოკაცია: თბილისი, დიდუბე (წერეთლის მეტროს მიმდებარედ)
სამუშაო ადგილი: თეთრეულის სამრეცხაო
სამუშაო გრაფიკი: 15:00-23:30, კვირაში 1 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1100ლ.
ვაკანსიის აღწერა:
თეთრეულის სამრეცხაო ეძებს კეთილსინდისიერ და პასუხისმგებლობიან დისტრიბუტორს/მძღოლს, რომელიც უზრუნველყოფს თეთრეულის დროულ გატანასა და მიტანას პარტნიორ სასტუმროებში და გამოყენებული თეთრეულის წამოღებას უკან, სამრეცხაოში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სუფთა თეთრეულის ტრანსპორტში განთავსება და დროული მიტანა განსაზღვრულ ლოკაციებზე (სასტუმროებში);
** დაბინძურებული თეთრეულის წამოღება და გადმოზიდვა სამრეცხაოში;
** ტრანსპორტში თეთრეულის სწორად განლაგება და დაცვა დაზიანებისგან;
** ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციის ინფორმირება;
** რამის დაზიანების, დაკარგვის ან შეფერხების შემთხვევაში დროული უკუკავშირი მენეჯერთან;
** მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის სწორად შევსება და გადაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ავტომობილით გადაადგილებაში;
** საქმის მიმართ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ფიზიკური გამძლეობა;
** თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
** სასურველია თბილისის უბნების კარგად ცოდნა.
რას გთავაზობთ:
** სტაბილური სამსახური მზარდ კომპანიაში
** სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენს შესახებ მოკლე ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: info@gcleaning.ge ან დაგვიკავშირდით: 599 99 00 35
|
|
|
|