Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645570&print=yes&view=jobs
 
SME-ების სავაჭრო წვდომისა და სერტიფიცირების მხარდაჭერა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SME-ების სავაჭრო წვდომისა და სერტიფიცირების მხარდაჭერა
მომწოდებელი: გაეროს განვითარების პროგრამა
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 645570_undp_annex_1841002.zip
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ქართული მცირე და საშუალო ბიზნესი დგას, არის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და საჭირო სერტიფიკატების მოპოვება, რაც უმნიშვნელოვანესია გაყიდვების გაზრდის მიზნით ევროკავშირსა და სხვა ევროპულ ბაზრებზე. ზემოხსენებული გამოწვევის გადასაჭრელად და ექსპორტზე ორიენტირებული SME-ების დასახმარებლად, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP Georgia) იწყებს ახალ პროექტს "ვაჭრობაზე წვდომისა და სერტიფიცირების მხარდაჭერის პროგრამა".

პროგრამა ითვალისწინებს ქართული SME-ების თანადაფინანსებას, რათა მათ ბიზნესში დანერგონ საერთაშორისო სტანდარტები, მიიღონ ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები, გაიარონ აკრედიტაცია ან/და მოიპოვონ შესაბამისი ლიცენზიები, რაც აუცილებელია ევროკავშირსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ექსპორტისთვის. მაგალითად, როგორიცაა ISO 9001, ISO 14001, ISO 22000, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება CE მარკირებისთვის, BSCI და ა.შ.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რამდენჯერმე გამოცხადდება ღია კონკურსი და თითოეული კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 5-15 ბენეფიციარი SME.

თანადაფინანსება ფარავს სერტიფიცირების, აკრედიტაციისა ან/და ლიცენზირების სრული ღირებულების 90%-ს, თუმცა არაუმეტეს $3, 500 ერთ ბენეფიციარზე. პროგრამის დეტალური აღწერა და პრეზენტაცია (ინგლისურ და ქართულ ენებზე) მოცემულია თანდართული ფაილების სახით.

პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სექტორები:

** საკვების და სასმელების გადამუშავება;
** მომსახურების სექტორის ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, განათლება, ჯანდაცვის საქმიანობები და ა.შ.

დაინტერესებულმა პირებმა, განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ გვერდზე https://forms.gle/WLpkXAXg5keBdpabA

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 სექტემბერი.

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) პროექტის "წვდომა საექსპორტო ბაზრებზე" მიერ.

განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kristine.meparishvili@undp.org.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია