დასახელება:
დისტანციური არხების უმცროსი მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯიპიაი ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური არხების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
** დაზღვეულებთან აქტიური, ყოველდღიური კომუნიკაცია მათი მოთხოვნების შესაბამისად;
** არსებული პორტფელების მართვა;
** პოტენციური დაზღვეულებისთვის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდული პოლისების პროგრამული ასახვა;
** სადაზღვევო პროგრამაში მუშაობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge.
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დისტანციური არხების უმცროსი მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 26 ივლისი.
"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
|
|
|
|