დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ეი სი ფაინანსი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
"ეი სი ფაინანსი - A/C Finance" - აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კონტრაგენტი კომპანიებისათვის.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. ბაქრაძის #6. კომპანიის ოფისი;
სამუშაო საათები: სრული სამუშაო განაკვეთი (10:00-18:00).
ანაზღაურება: 3500 ლარი ხელზე (6 თვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში) ზრდის პერსპექტივით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მენეჯერული უნარები.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
** ბრუნვითი უწყისის გავლა, შესაძლო ხარვეზების ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
** თვის, კვარტლის და წლის დახურვა კომპანიაში არსებული ვადების შესაბამისად;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, წარმოება და დაარქივების კონტროლი;
** ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
** დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორება;
** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირების მომზადება/გადაგზავნა;
** შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურისა და გარე აუდიტორებთან ურთიერთობა;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობის წარმოება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
** დირექტორის და ფინანსური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
** კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომხმარებელთან საკომუნიკაციო ინსტრუქციების დაცვა;
** სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა;
** კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
** კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა;
** სხვა დამხმარე ბუღალტრების მართვა და კონტროლი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე info@accompany.ge.
|
|
|
|