დასახელება:
დისტრიბუტორი
|
მომწოდებელი:
ინვესტორი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
კომპანია "ინვესტორი" ქ. თბილისში აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის (მიწოდების თანამშრომელი) პოზიციაზე.
კომპანიის მოთხოვნები და პირობები:
** ანაზღაურება: 1500 ლარიდან + ბონუსი
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი
** სამუშაო საათები: 09:00-18:00, შაბათი მოკლე სამუშაო დღე
** ადგილმდებარეობა: აკ. წერეთლის გამზ.116;
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** დისტრიბუციის პოკეტსა და სასაქონლო ზედნადებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია).
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი.
მოვალეობები:
** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი;
** დისტრიბუციის პოკეტიდან ატვირთოს ზედნადები და მოახდინოს სწორი მიწოდება;
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის;
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი;
** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@investor.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით +995 599 17 75 01
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|