Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: პრემიქსი
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
შპს "პრემიქსი" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოში ავტონაწილების და საცხებ-საპოხი პროდუქტების რეალიზაციით, რომელიც დაკავებულია როგორც საცალო, ასევე კორპორაციული და საბითუმო ვაჭრობით.

შპს "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აგლაძის #25
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:30-მდე;
შრომის ანაზღაურება: 1200 ლარი ხელზე ასაღები თანხა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის სწორად განთავსება საწყობში.
** საწყობის სივრცის ოპტიმიზაცია.
** შეკვეთების მიხედვით პროდუქციის შერჩევა.
** პროდუქციის შეფუთვა და მომზადება გასაგზავნად.
** საწყობის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
** სამუშაო ადგილის მოწესრიგება.
** სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვა-ჩამოტვირთვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (საკომუნიკაციო უნარები)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და მოქნილობა;

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@premix.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/profile.php?id=61575439306160
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე