დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პრემიქსი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
შპს "პრემიქსი" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოში ავტონაწილების და საცხებ-საპოხი პროდუქტების რეალიზაციით, რომელიც დაკავებულია როგორც საცალო, ასევე კორპორაციული და საბითუმო ვაჭრობით.
შპს "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ.გაფრინდაშვილის #15
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:30-მდე;
შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით. ფიქსირებული + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის პროდუქციის მახასიათებლების და გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
** კონსულტაციების გაწევა ავტონაწილების და საცხებ-საპოხი მასალების სწორად შერჩევაში.
** ასორტიმენტისა და მარაგების კონტროლი.
** აქციების და ფასდაკლებების შეთავაზება.
** გაყიდვების სტატისტიკის შეგროვება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება.
** გაყიდვების გეგმების შესრულება.
** უკუკავშირის შეგროვება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** კომპეტენციის ფარგლებში FINA-ს ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა.
** სალარო ოპერაციების სრული ციკლის მართვა;
** მაღაზიის საწყობის ნაშთის კონტროლი, მარაგების შევსება და მოთხოვნის შემუშავება და უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაცემა;
** მაღაზიის საწყობში მისაღები პროდუქციის მითვლა, მიღება და დასაწყობება, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად;
** მაღაზიაში არსებული სტენდების გადავსება, ფასმაჩვენებლების გაკვრა, დასტიკერება;
** პარტნიორი სერვის კომპანიის თანამშრომლებთან ონლაინ არხების საშუალებით კომუნიკაცია, მათი შეკვეთების მიღება, დამუშავება გამზადება;
აუცილებელი მოთხოვნები:
** ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (საკომუნიკაციო უნარები);
** გაყიდვების/მომსახურების/საავტომობილო სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@premix.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/profile.php?id=61575439306160
|
|
|
|