Робота для біженців з України
მექანიკური სახარატო ჩარხის დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკური სახარატო ჩარხის დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: Qspeed Robotics
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
"Qspeed Robotics" აცხადებს ვაკანსიას მექანიკური სახარატო ჩარხის დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე!

"Qspeed Robotics" წარმოადგენს თანამედროვე საინჟინრო კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია მომხმარებელზე მორგებული რობოტული სისტემების, სამრეწველო (კონვეიერის) ხაზებისა და ავტომატიზაციის გადაწყვეტილებების შემუშავებაში. ჩვენ ვაპროექტებთ, ვაწარმოებთ და ვნერგავთ ჭკვიან ინდუსტრიულ სისტემებს, რომლებიც ზრდიან ეფექტიანობასა და სიზუსტეს.

"Qspeed Robotics" აერთიანებს მაღალი დონის ინდუსტრიულ ინჟინერიას და ტექნიკურ სერვისს, რათა შექმნას ინოვაციური და სანდო სისტემები.

განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად (საწყისი: 2000 ლარიდან NET).

რას გთავაზობთ?

** საინტერესო და ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც ავითარებს კრეატიულობას და გეხმარებათ პროფესიულ ზრდაში;
** თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კულტურას, სადაც თქვენი იდეები დაფასებულია;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, პრაქტიკული გამოცდილებით, მენტორობით და უწყვეტი სწავლის საშუალებით;
** ახალი ტექნოლოგიების შესწავლის პერსპექტივას.

ძირითადი მოვალეობები:

** სახარატო ჩარხის მართვა და ოპერირება ტექნიკური ნახაზებისა და სპეციფიკაციების შესაბამისად;
** დანადგარის პარამეტრების დაყენება და რეგულირება სასურველი შედეგის მისაღებად (მაგალითად, ბრუნვის სიჩქარე, მიწოდება, ჭრის სიღრმე);
** სამუშაო ნაწილების (მაგალითად, ლითონის ან სხვა მასალის ღეროების/ბლანკების) სწორად დამაგრება და მოხსნა სახარატო ჩარხზე;
** დანადგარის რეგულარული მოვლა-პატრონობა (გაწმენდა, შეზეთვა, გაგრილების სისტემის შემოწმება);
** უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა სამუშაოს შესრულებისას;
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და ორგანიზებულობის შენარჩუნება.

მოთხოვნები:

** სახარატო ჩარხის დანადგარზე მუშაობის გამოცდილება;
** მექანიკური უნარები და ტექნიკური აზროვნება;
** ინჟინრული ნახაზების წაკითხვის და გაგების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონცენტრაციის უნარი;
** თვითმოტივაცია და სწავლა-განვითარების სურვილი;
** მექანიკური და ინჟინრული კონსტრუქციებისა და სისტემების შესწავლის მიმართ ინტერესი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 591 039 031 ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: magda.melikishvili@mepeq.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე