დასახელება:
ობიექტის სერვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ ობიექტის სერვის მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
** მომხმარებლის დახვედრა ობიექტზე და გაძღოლა, ბინის, მშენებლობის მიმდინარეობის დათვალიერების მიზნით;
** მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ბინის განლაგების, სამშენებლო მასალების, სარეკრეაციო ზონის და სხვა ტექნიკური დეტალების შესახებ;
** ბინის ჩაბარებამდე, ბინის დათვალიერების უზრუნველყოფა დაინტერესებული მომხმარებლისთვის;
** მომხმარებელთან ერთად check list- ების შევსება პლანშეტის გამოყენებით;
** ანგარიშგების სახით უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება ბინის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ;
** არქის მობინადრეთათვის დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია, სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** სასურველია აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა. (საწვავი უზრუნველყოფილი იქნება კომპანიის მიერ)
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 20 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|