Робота для біженців з України
სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თბილისი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მიმღების პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** სერვისის პარკინგიდან ავტომობილის სპეციალური შალითებით შეფუთვა და გადაყვანა შესაბამის ხელოსანთან;
** საჭიროების შემთხვევაში მანქანის, კლიენტის გარეშე მომსახურება;
** ხელოსნებთან მანქანების რემონტის ორგანიზება და დაგეგმვა;
** ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება შეკეთების დაწყებამდე ტექნიკოსთან ერთად (VSR);
** კომპლექსური მომსახურების შემთხვევაში ავტომობილის სხვა სერვისის მიმღებთან გადამისამართება;
** სერვისის ტერიტორიაზე, თითოეული მიმღებისთვის/ფორმენისთვის გამოყოფილი უბნის წესრიგის და სისუფთავის დაცვის უზრუნველყოფა;
** ავტომობილების რიგების კონტროლი და გადატვირთვის თავიდან აცილება;
** ავტომობილის შეკეთების დროის განსაზღვრა და სერვისის მრჩევლის ინფორმირება;
** ავტომობილის შეკეთების პროცესში, დამატებითი სამუშაოს ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, ** სერვის მრჩევლის ინფორმირება და მომხმარებლის გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედება;
** სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხარისხის კონტროლის ჩატარება, გასაცემ პარკინგზე გადაყვანა და სერვისის მრჩევლისთვის ავტომობილის გასაღებისა და Repair Order-ის გადაცემა;

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი. 09:30სთ-დან-18:00 სთ-მდე; შაბათი 09:30სთ-დან 15:00 სთ-მდე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: m.kavelashvili@toyota-tbilisi.com, g.tsikaradze@toyota-tbilisi.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე