Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მუსიკის სახლი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
"მუსიკის სახლი" არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც 20 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის 3 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში.

მაღაზია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან მუსიკალური
ინსტრუმენტების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Roland, GEWA, Orla, Fender, Alhambra, Ibanez, SHURE, Pioneer Dj, Presonus, Marshall, Meinl, Tama და სხვა.

ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, პროფესიონალური განათებისა და გახმოვანების
აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, როგორც კაფე-ბარებისა და
კლუბების, ასევე საკონცერტო და თეატრალური დარბაზების აღჭურვა.

ძირითადი პირობები:

ლოკაცია: მიცკევიჩის ფილიალი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00
შაბათი - კვირა 11:00-19:00

ვის ვეძებთ?

"მუსიკის სახლი" ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მუსიკის მოყვარულ მაღაზიის კონსულტანტს, რომელიც მზადაა დაეხმაროს მომხმარებლებს იდეალური ინსტრუმენტის არჩევაში. თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, გიყვარს მუსიკა და გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა - ეს ვაკანსია შენთვისაა!

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის ჩატარება, რჩევის მიცემა;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და პრეზენტაცია;
** გაყიდვების პროცესის მართვა (გადახდიდან ჩაბარებამდე);
** მაღაზიის სივრცის მოწესრიგება და პროდუქციის განახლება;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** სასურველია ინგლისურის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მუსიკალური გამოცდილება ან ინტერესები ჩაითვლება უპირატესობად.

გთავაზობთ:

** სტაბილური ანაზღაურებას + ბონუსს გაყიდვებიდან;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს;
** ტრენინგებს მუსიკალურ ტექნიკასა და პროდუქტებზე;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** გუნდს, სადაც მუსიკა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stc.ge. მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თვენი კანდიდატურის განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე