დასახელება:
სერვისის ინჟინერი
|
მომწოდებელი:
ნეოტექი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
კომპანიის შესახებ:
ნეოტექის ისტორია 2005 წლიდან იწყება და დაარსების დღიდან კომპანიას, უსაფრთხოების სფეროში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა, მოახერხა გამხდარიყო ძლიერი კონკურენტი და შეექმნა საკუთარი სტანდარტები.
ჩვენთვის დაარსების დღიდან, ხარისხთან ერთად, პრიორიტეტად მომხმარებელთან ურთიერთობა იქცა. შესაბამისად, კომპანია რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: დისტრიბუცია, საცალო და კორპორატიული.
დღეისათვის ნეოტექი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან და ქართულ ბაზარზე ლიდერია უსაფრთხოების გადაწყვეტილების კუთხით.
კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი:
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + მაღალი საბონუსე სისტემა.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მიერ დამონტაჟებული უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური მომსახურება და შეკეთება
** საგარანტიო ვადაში დაზიანებული სისტემების დიაგნოსტიკა
** რეგულარული ან ერთჯერადი მომსახურება (ხელშეკრულების შესაბამისად)
** ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული შესაბამისი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სუსტ დენებზე დაფუძნებულ სისტემებთან
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სასურველია)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა)
საჭირო უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური გარემოს შექმნის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას
** პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neotech.ge
|
|
|
|