დასახელება:
პროექტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯიარჯი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
კომპანია "ჯიარჯი" 2013 წლიდან დღემდე წარმოადგენს საგზაო-სამშენებლო სფეროში წამყვან კომპანიას საქართველოში. ძირითადი საქმიანობის სფეროა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანმხლები პროდუქციის წარმოება. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა.
სამუშაო პირობები:
პოზიციის დასახელება: პროექტის მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველო (სამეგრელოს რეგიონი)
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ფუნქციები:
** საგზაო სამშენებლო პროექტების დაგეგმარებისა და მართვის პროცესში ჩართულობა;
** პროექტთან დაკავშირებულ მხარეებთან კომუნიკაცია (დამკვეთი, საზედამხედველო, ქვეკონტრაქტორი, მომწოდებელი);
** პროექტის ბიუჯეტის შემუშავება, ინიცირება და დამტკიცების შემდგომ, ათვისების კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტის გადახარჯვის შემთხვევაში შესაბამისი მითითებების გაცემა მენეჯმენტთან შეთანხმებით;
** სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხისა და ვადები კონტროლის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების შემოწება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და მის გამოსასწორებლად კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად;
** პროექტის დასრულების შემდგომ დამკვეთისათვის ობიექტისა და შესრულებული სამუშაოების გადაბარების ორგანიზება;
** პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე ახალი ხელშეკრულების მოსამზადებლად ინფორმაციის შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება;
** ხარჯთაღრიცხვის, ფორმა N2-ს, ფორმა N3-ს, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სამშენებლო ობიექტის პროექტირების ეტაპზე სხვა მნიშვნელოვანი საპროექტო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მოწესრიგების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საგზაო სამშენებლო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** საინჟინრო პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა - ინგლისური.
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დაგეგმარების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინიციატორი.
შერჩევის ეტაპები:
** I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
** II ეტაპი - ინდივიდაულური გასაუბრება.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციული ნომერს, ულიმიტო სასაუბრო პაკეტით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@grgroup.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება " პროექტის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ჯიარჯ "-ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ჯიარჯი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|