დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ნუტრიმაქსი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://nutrimax.ge/
კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ორგანიზებულ, დეტალებზე ორიენტირებულ, გუნდური მუშაობის უნარების მქონე კანდიდატებს.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალა ან გამარჯვება
სამუშაო განაკვეთი - 09:30-17:30 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება - 1500 ლ (Net)
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები
ძირითადი მოვალეობები:
** მივლინებების ორგანიზება;
** კომპანიის სტუმრების ვიზიტების დაგეგმვა;
** დიასახლისების საქმიანობის მონიტორინგი;
** კორპორატიული ბენეფიტის - კვების მართვა;
** კორპორატიული ბენეფიტის - ტრანსპორტირების მონიტორინგი;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება;
** საოფისე შესყიდვების ორგანიზება;
** კომპანიის ცხელი ხაზის და ოფიციალური ელ.ფოსტის მართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1);
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/thioZqQe
|
|
|
|