დასახელება:
ნაშთების მართვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯიარჯი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
კომპანია "ჯიარჯი" 2013 წლიდან დღემდე წარმოადგენს საგზაო-სამშენებლო სფეროში წამყვან კომპანიას საქართველოში. ძირითადი საქმიანობის სფეროა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანხმლები პროდუქციის წარმოება. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა.
სამუშაო პირობები:
პოზიციის დასახელება: ნაშთების მართვის სპეციალისტი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ი.აბაშიძის ქ.
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ფუნქციები:
** ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია და მონიტორინგი;
** საწყობებსა და ობიექტებზე მასალების ნაშთების რეგულარული კონტროლი;
** ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
** საქონლის მოძრაობის დოკუმენტაციის შედგენა და გადამოწმება;
** კორდინირებული მუშაობა კომპანიის შესყიდვების, საწყობისა და სამშენებლო ჯგუფებთან;
** ნაშთების დაზუსტება, გადაუმოწმებელი ნაშთების გამოვლენა და ასახვა შესაბამის პროგრამაში;
** პერიოდული ინვენტარიზაციების დაგეგმვა და განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ტექნიკური ან ლოგისტიკური მიმართულების განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დაგეგმარების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
შერჩევის ეტაპები:
** I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
** II ეტაპი - ინდივიდაულური გასაუბრება.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციული ნომერს, ულიმიტო სასაუბრო პაკეტით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@grgroup.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება " ნაშთების მართვის სპეციალისტი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ჯიარჯ "-ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ჯიარჯი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|