Робота для біженців з України
შოურუმის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის მენეჯერი
მომწოდებელი: დიზაინ სტუდიო
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
"დიზაინ სტუდიო" პრემიუმ კლასის, ძვირადღირებული მულტიბრენდული ავეჯის შოურუმია, სადაც წარმოდგენილია ბოფი / დეპადოვას ჯგუფი, ასევე ლივინგ დივანი, არქლინეა, ფორნაზეტი, ოკიო, ვიაბიზუნო და ტალენტი.

დიზაინ სტუდიო აცხადებს ვაკანსიას შოურუმის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** მართოს და ზედამხედველობა გაუწიოს ყოველდღიურ ოპერაციებს;
** განავითაროს ბიზნესის, გაყიდვების და მარკეტინგის სტრატეგიები;
** პროდუქტების და სერვისების შესწავლა და გაგება;
** დახმარება გაყიდვებსა და გასაყიდი ფასების განსაზღვრაში;
** მარაგისა და ინვენტარის შემოწმება და პროდუქტებისა და საქონლის შეკვეთა;
** საქონლის გადაზიდვის, საბაჟო და იმპორტის საკითხების ზედამხედველობა;
** საქონლის გაყიდვებისა და მიწოდების ზედამხედველობა;
** დაბრუნების, გადაცვლის ან შეკეთების ზედამხედველობა ან მომხმარებელთა სხვა საჩივრების ან მოთხოვნების განხილვა;
** მარაგის, გაყიდვებისა და ბიუჯეტის დაგეგმვა, მონიტორინგი და ანგარიშგება;
** მიმწოდებლებთან და მომსახურების მიმწოდებლებთან და მომხმარებლებთან ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ურთიერთობის დამყარება;
** ახალი კლიენტების და დიზაინერების მოზიდვა;
** ყიდვის ტენდენციებისა და მომხმარებლთა საჭიროების შესახებ მოხსენება;
** მატერიალური და ელექტრონული ფორმით ოფისის არქივის შექმნა და შენარჩუნება;
** შეხვედრების დაგეგმვა და განრიგის შედგენა;
** საოფისე პროცედურების კოორდინაცია;
** ტრანსპორტირებასთან და ლოჯისტიკასთან, მათ შორის ოპერაციების მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;
** თანამშრომელთა დაქირავების პროცესში დახმარების გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B2B გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითველბა უპირატესობად;
** მსხვილ კლიენტებთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების გამოცდილება
** ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (Word, Excel, PowerPoint);
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ფლობა
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი
** პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ.

ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასისა და გამოცდილების მიხედვით
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათები.

ჩვენ გთავაზობთ:

** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრენინგ კურსებს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს;

გამოსაცდელი ვადა 1 - 3 თვემდე (ანაზღაურებადი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე : info@trgroup.ge და სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: შოურუმის მენეჯერი - Showroom Manager.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე