Робота для біженців з України
მონაცემთა ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
"Extra.ge"-ის გუნდში, მონაცემთა ადმინისტრატორის ვაკანსია გვაქვს!

"Extra" ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.

ის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დიდ არჩევანს - 150 000 ნივთს, რომელიც განაწილებულია 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში. იგი ასევე უზრუნველყოფს უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონში.

https://extra.ge/

როლი მოიაზრებს:

** მერჩანტებს მიერ მოწოდებული ფაილების დამუშავებასა და ატვირთვას
** ხარვეზების აღმოჩენასა და დაფიქსირებას

ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად იგრძნობ თუ:

** Excel-ს ფლობ სამომხმარებლო დონეზე
** SQL-თან მუშაობის გამოცდილება გაქვს
** გაქვს ძლიერი ანალიტიკური უნარები
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული
** ხარ ორგანიზებული

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კარიერულ განვითარებას

სამუშაო გრაფიკი:

** 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** 10:00 საათიდან 19:00 საათამდე

დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის ქუჩა N41

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვ, შეავსო ინფორმაცია და გამოგვიგზავნო CV ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე