დასახელება:
ინჟინერ-დამპროექტებლის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
საპროექტო ორგანიზაცია
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
საპროექტო ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-დამპროექტებლის თანაშემწის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა - ქ. ქუთაისი.
სამუშაო საათები - ორშაბათი-პარასკევი. 9:00-18:00.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მშენებლობის ან არქიტექტურის განხრით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები Microsoft Word, Excel. (სასურველია Autocad ან/და Archicad ცოდნა საბაზისო დონეზე)
ძირითადი მოვალეობები:
** დასაპროექტებელი ობიექტების დათვალიერება პროექტის მთავარ ინჟინერთან, ინჟინერ დამპროექტებელთან ერთად და აზომვებში მონაწილეობის მიღება.
** ინჟინერ დამპროექტებლის მითითებით საპროექტო მუშა ნახაზების მომზადება.
** პროექტის შესრულების განმავლობაში ინჟინერ დამპროექტებლის და პროექტის მთავარი ინჟინრის დახმარება და პროექტთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** დასაპროექტებელ ობიექტებთან დაკავშირებით სხვა დავალებების შესრულება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტის საშუალებით kutaisi.project@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|