დასახელება:
სტაჟირება შემდგომი დასაქმების პერსპექტივით
|
მომწოდებელი:
საპროექტო ორგანიზაცია
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
საპროექტო ორგანიზაცია აცხადებს სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
ადგილმდებარეობა - ქ. ქუთაისი.
სამუშაო საათები - ორშაბათი-პარასკევი. 9:00-18:00.
სტუდენტებისთვის მათზე მორგებული გრაფიკით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოქმედი სტუდენტი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უმაღლესი განათლება მშენებლობის, არქიტექტურის განხრით.
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები Microsoft Word, Excel.
სტაჟირების პერიოდში სტაჟიორი აითვისებს სამშენებლო ობიექტების მშენებლობასთან და მის დაპროექტებასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
სტაჟიორი შეისწავლის თანამედროვე, უახლესი, მაღალი სიზუსტის საამზომველო ხელსაწყოების გამოყენებას დაპროექტების სტადიაზე, ასევე შეისწავლის ავტომატური დაგეგმარების სისტემების კომპიუტერულ პროგრამას AutoCAD-ს და მის გამოყენებას პროექტირებაში.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ სტაჟიორი დასაქმდება ორგანიზაციაში.
სტაჟირების პერიოდი 6 თვემდე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტის საშუალებით kutaisi.project@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ სიტყვა "სტაჟიორი".
|
|
|
|