Робота для біженців з України
ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი
მომწოდებელი: Postred
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
"Postred" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე.

"POSTRED" არის შემოქმედებითი აუდიო სერვისების კომპანია, რომელიც მხარს უჭერს ხმის არტისტებს შთამბეჭდავი ისტორიების თხრობაში.

პოსტრედის პარტნიორები მსოფლიოში ცნობილი ფილმებისა და ვიდეოთამაშების სტუდიები და კომპანიები არიან. პოსტრედს გამოარჩევს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, უახლესი ინფრასტრუქტურა და მუდმივად სიახლეების ძიება.

ძირითადი მოვალეობები:

** POSTRED-ის შიდა და გარე ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
** ლოგისტიკის და ბიუჯეტის მართვა ღონისძიებებისთვის;
** POSTRED აკადემიის სტუდენტთა მოზიდვისა და ჩართულობის გაზრდაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** აპლიკაციების მიღების და გადარჩევის პროცესის ორგანიზება;
** სწავლის პროცესის ადმინისტრირება;
** აკადემიის ელექტრონული მართვის მონაცემთა ბაზაში (Google Classroom) სასწავლო პროცესის აღრიცხვიანობის წარმოება;
** კურსდამთავრებულებთან (Alumni) კომუნიკაციის შენარჩუნება და მათი ჩართულობა კომპანიის ღონისძიებებსა და არაფორმალურ აქტივობებში;
** გამოცდილების გაზიარების, ურთიერთდახმარებისა და პროფესიული ზრდის ხელშემწყობი გარემოს შექმნა;
** სტრატეგიული და შინაარსობრივი აქტივობების ინიცირება, რომლებიც აძლიერებს საგანმანათლებლო პროგრამის გარშემო არსებული ქსელის ჩართულობას და ზრდის მისი წევრების აქტივობას კომპანიის ეკოსისტემაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ღონისძიებების და სასწავლო პროცესების ორგანიზების მიმართულებით;
** გამოცდილება ღონისძიებების ლოგისტიკურ დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში;
** ინგლისური ენის B2/C1 დონეზე ცოდნა;
** Google Workspace, Canva, Figma, Keynote ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

პოზიცია: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ოფისი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, 2025 წლის 15 ივლისის ჩათვლით, განაცხადი ინგლისურად შეავსეთ შემდეგ ლინკზე: https://forms.monday.com/forms/10bd1c658c196ae79fbda98ec9bf8748?r=use1
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე