დასახელება:
ლომბარდული ტიპის სესხების რისკების ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
კრისტალი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
მიკრო ბანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ლომბარდული ტიპის სესხების რისკების ანალიტიკოსი
სამუშაო ადგილი: ქუთაისის სათავო ოფისი
განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
"კრისტალი" გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** ავტო ლომბარდული და ლიზინგის ბაზრის შესწავლა, ანალიზი, კომიტეტის დამხმარე ინსტრუმენტების შემუშავებაზე და სიახლეების პრაქტიკაში დანერგვაზე რეკომენდაციების შემუშავებაში მხარდაჭერა;
** ავტო ლომბარდული ტიპისა და ლიზინგის საკრედიტო განაცხადების განხილვა, საკრედიტო რისკების ანალიზი, მათი მართვა და შემცირება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. საჭიროების შემთხვევაში განყოფილების სხვა გუნდების დახმარება სხვადასხვა საკრედიტო განაცხადების ჭრილში;
** გაყიდვების მართვის დეპარტამენტში დასაქმებული საკრედიტოს თანამშრომლების ცოდნის ამაღლება სხვადასხვა ტრენინგებისა და გამოცდილების გაზიარების გზით სრულყოფილი ფინანსური ანალიზის ჩასატარებლად;
** ავტო სესხებისა და ლიზინგის პროდუქტების განხილვის კრიტერიუმების შემუშავებისა და მოდერნიზაციის, საგირავნო ქონების შეფასებისა და დისკონტირების რეკომენდაციების შემუშავებაში მხარდაჭერა;
** მსესხებლის/ბიზნესის გადამხდელუნარიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების/საბანკო საქმის მიმართულებით;
** საკრედიტო მიმართულებით ავტო სესხებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რეკომენდებულია კანდიდატს ჰქონდეს ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლებისა და საბაზრო ღირებულების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint) intermediateდონეზე ფლობა;
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2025 წლის 03 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
|
|
|
|