Робота для біженців з України
ტენდერი კონდიცირების სპლიტ სისტემის შესყიდვასა და მონტაჟზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი კონდიცირების სპლიტ სისტემის შესყიდვასა და მონტაჟზე
მომწოდებელი: Postred
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
შპს "პოსტრედ" აცხადებს ტენდერს კონდიცირების სპლიტ სისტემის შესყიდვასა და მონტაჟზე.

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ტექნიკური დავალების შესაბამისად პროდუქციის მოწოდებასა და მომსახურების გაწევას.

შესყიდვის საგანია:

** კონდიციონერი სიმძლავრით 9000 BTU (20-25 კვ. მ), Fresh Air - ჰაერის გარედან შემოტანის ფუნქციით, - 7 ცალი
** კონდიციონერი სიმძლავრით 12000 BTU (35-40 კვ.მ), Fresh Air - ჰაერის გარედან შემოტანის ფუნქციით - 2 ცალი
** კონდიციონერი სიმძლავრით 18000 BTU (55-60 კვ.მ), Fresh Air - ჰაერის გარედან შემოტანის ფუნქციით - 3 ცალი

მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინასწარ სივრცის შემოწმება, ყველა პროდუქციისა და კომპონენტის ტრანსპორტირება და მონტაჟი

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 4 ივლისისა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hello@postredaudio.com

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი
** საკონტაქტო ინფორმაცია
** საბანკო რეკვიზიტები
** შეთავაზებული პროდუქციისა და მომსახურების დეტალური ჩამონათვალი და ფასები
** მომსახურების გაწევის ვადები, ტექნიკური მხარდაჭერის და საგარანტიო პირობები

შეფასების კრიტერიუმები:

** მომსახურების ფასი
** ტექნიკური შესაბამისობა
** სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საგარანტიო და ტექნიკური მხარდაჭერის პირობები

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

გიორგი მურღულია:

** ტელ.: 571 08 72 47
** ელ. ფოსტა: george@postredaudio.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე