დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
იბერია რეფრეშმენტსი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
კომპანიის შესახებ:
სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს " Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თენგიზ ჩანტლაძის ქ. 49.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის მართვა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
** ბუღალტერიაში მომუშავე თანამშრომელთა საქმის განაწილება და მართვა ისე რომ მიღწეული იყოს ბუღალტრული სამსახურის საბოლოო მიზანი შესაბამისი ვადების დაცვით;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების შევსება/მართვა;
** სტატისტიკის სამსახურისთვის შესაბამისი კვარტალური/წლიური რეპორტების წარმოება და მათთან კომუნიკაცია;
** სხვა სახის ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება, რომელიც მოთხოვნილია საქართველოს კანონმდებლობით;
** კომპანიის რეალიზაციების და მარაგების მოძრაობის კონტროლი;
** წარმოების პროცესის ბუღალტრული აღრიცხვის კონტროლი;
** თვითღირებულებების გადათვლის კონტროლი და მართვა;
** თვის დახურვის პროცესის მართვა;
** ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრული ასახვა, დაბეგვრა და გაზიარება მენეჯმენტთან;
** ფინანსურ და საგადასახადო აუდიტორებთან შესაბამისი კომუნიკაცია და საჭიროებისამებრ ინფორმაციისა და რეპორტების მომზადება/გაზიარება;
** მენეჯერული ანგარიშების მომზადება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება გამოცდილებიდან გამომდინარე განისაზღვრება;
** კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
** ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;
** კორპორატიული SIM ბარათი;
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურად ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "მთავარი ბუღალტერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 26 ივლისი, 2025 წელი.
კომპანია "იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|