Робота для біженців з України
უფროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს " Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თენგიზ ჩანტლაძის ქ. 49.

ძირითადი მოვალეობები:

** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა ყოველდღიურად — პროგრამა 1C-ში;
** საქონლის და ნედლეულის იმპორტის დეკლარაციების საფუძველზე გადასახადების და დამატებითი ხარჯების ასახვა 1С-ში;
** ლიზინგის ხარჯის გამოთვლა და პროგრამულად გატარება/ასახვა;
** უძრავი ქონებისა და მანქანების დაზღვევის პოლისების გატარება და მათი მომავალი პერიოდებზე განაწილება;
** ხელფასების უწყისის, დაზღვევების და ავანსების ასახვა 1C-ში;
** ხელფასის უწყისის შედგენა და გადასარიცხად გამზადება;
** ყოველთვიური ფულადი ნაკადის გადახდების დაგეგმვა დღეების მიხედვით და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების მომზადება;
** ყოველდღიური ფულადი ნაკადის რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება გამოცდილებიდან გამომდინარე განისაზღვრება;
** კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
** ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;
** კორპორატიული SIM ბარათი;

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურად ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "უფროსი ბუღალტერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 26 ივლისი, 2025 წელი.

კომპანია "იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე