შპს "დელუქს გრუპ"-ს (LLC Deluxe Group), რომელიც არის ტურისტული კომპანია, დაფუძნებული 2020 წლიდან და მუშაობს მაღალი სეგმენტის სტუმრებთან (VIP), ესაჭიროება მძღოლი ტრანსფერისთვის საქართველოს მასშტაბით.
მოთხოვნილებები:
** 3 წელზე მეტი პროფესიონალური გამოცდილება;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
** პროფესიონალური ტარება;
** კეთილგანწყობა და მოწესრიგებული გარეგნობა (დროული თმის შეჭრა, სუფთად გაპარსული ან კარგად მოვლილი წვერი);
** უნიფორმა (თეთრი პერანგი და შავი კოსტიუმი, ზაფხულში მხოლოდ შარვალია დაშვებული. კლასიკური შავი ფეხსაცმელი და არა სპორტული);
** კლიენტისგან დისტანციის შენარჩუნების უნარი (მხოლოდ საქმეზე საუბარი);
** დახმარება ბარგის გადაზიდვაში;
** მანქანის მოვლა, სალონის სისუფთავის შენარჩუნება, საწვავის რაოდენობის გაკონტროლება;
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** მოცემული ჩამოფრენის, გაფრენის რეისების გადამოწმება წინასწარ;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
სამუშაო პირობები:
** კომპანიას ჰყავს ავტომობილები - Mercedes V class, Jaguar E pace
** არანორმირებული გრაფიკი, ეს შეიძლება იყოს ღამით დახვედრა, დილით და ა.შ;
** VIP კლიენტებთან მუშაობა;
** ხელფასი 1300 ლარი (15 სამუშაო დღეზე მეტის შემთხვევაში, ყოველ დამატებით დღეს, დამატებითი ანაზღაურება);
** მთელი დღის მუშაობის შემთხვევაში, კვება აგინაზღაურდებათ;
** რეგიონებში ტრანსფერის შემთხვევაში, კვება და განთავსება გინაზღაურდებათ.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: deluxegroupge@gmail.com
|