Робота для біженців з України
ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე

კატეგორია: IT ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მხარდაჭერა
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ.თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს.

ძირითადი ფუნქციები:

** ორგანიზაციის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ინფრასტრუქტურის მართვა და ტექნიკური მხარდაჭერა;
** ვიდეოსამეთვალყურეო კამერების სისტემების უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** ვიდეოსამეთვალყურეო კამერების სისტემების (IP და ანალოგური კამერები) კონფიგურაცია;
** ქსელური და ციფრული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობების (NVR, DVR) კონფიგურაცია და მართვა;
** ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მუშაობის, პრობლემების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
** ტექნიკური მომსახურების გეგმის შემუშავება და პერიოდული შემოწმება;
** ვიდეოსამეთვალყურეო კამერების სისტემების ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება;
** ჭკვიან ვიდეოსამეთვალყურეო კამერებთან მუშაობის არა ნაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ვიდეოსამეთვალყურეო კამერების სისტემების საფუძვლიანი ცოდნა (IP და ანალოგიური კამერები);
** NVR/DVR სისტემების კონფიგურაციისა და მართვის გამოცდილება;
** ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა (TCP/IP, PoE, VLAN);
** ტექნიკური პრობლემების სწრაფი დიაგნოსტიკა და მისი აღმოფხვრა;
** ვიდეოსამეთვალყურეო კამერების სისტემის ინფრასტრუქტურის მონტაჟის, ინსტალაციისა და კონფიგურაციის გამოცდილება;
** სისტემის ანალიზი (პრობლემების დადგენა).

უნარები

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

** განცხადებების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV, საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ ენაზე) და პირადობის მოწმობის ასლი, გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მხარდაჭერის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე