Робота для біженців з України
მძღოლი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: პოლიმერი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
"პოლიმერი" პლასტმასის პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 37 წელია.

"პოლიმერი"-ს მიზანია აწარმოოს საქართველოში, სუფთა, მყარი მასალისგან დამზადებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პრუდუქცია. "პოლიმერი" მუდმივად მიმართულია ზრდისა და განვითარებისკენ და ეძებს ახალ პროფესიონალებს, რომლებიც გახდებიან მისი წარმატების ნაწილი.

შპს. "პოლიმერი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ვეძებთ პასუხისმგებლობიან და გამოცდილ მძღოლს, რომელსაც ჰყავს საკუთარი ავტომობილი და შეძლებს უშუალოდ ხელმძღვანელის დავალებების შესრულებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა — კატეგორია B
** მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება მძღოლის პოზიციაზე
** საკუთარი ავტომობილი ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში
** პუნქტუალურობა, სისუფთავე, კომუნიკაბელურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კონფიდენციალურობის დაცვა.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა ლოჯისტიკური და საორგანიზაციო საკითხის შესრულება
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას
** საწვავს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 26 ივლისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: Polimeri2025@outlook.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "პოლიმერი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე